კონკურსი სტუდენტებისთვის „მცირე პროზა“ » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

კონკურსი სტუდენტებისთვის „მცირე პროზა“ კულტურა, სპორტი
24-03-2015, 13:12
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი აცხადებს მერვე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის „მცირე პროზა”.

კონკურსის პირობები: ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველლა, ესე, ჩანახატი და პუბლიკაციები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე უკვე განთავსებული).

1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტეს 8-10 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე, ელექტრონული ვერსია.

ჩატარების ხანგრძლივობა - 2015 წლის 9 მარტიდან 15 ივნისის ჩათვლით. 15 ივნისს მოხდება კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულთა დაჯილდოება I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.

გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალებში „ლიტერატურულ პალიტრა“ და „ჩვენი მწერლობა“.

საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტით: n.baratashvili_museum@yahoo.com და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2015 წლის 10 ივნისამდე. მის: ჩახრუხაძის ქ.#17
ტელ: 990699, 893148125.

ნაწარმოებები მიიღება კვირის სამუშაო დღეებში 12:00 – 17:00 სთ, კვირა-ორშაბათის გარდა.
კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.
 
 

ასევე:

  • კონკურსი სტუდენტებისთვის
  • ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის
  • სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი ცხადდება
  • სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი ცხადდება
  • ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge