საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "გამოყენებითი ფიზიკის აქტუალური საკითხები". კონფერენცია საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტის დაარსების დღესა და დამსახურებული მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის რაფიელ ჩიქოვანის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენცია გახსნა სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა. მან სტუმრებს ამერიკიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან ჩამობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა მეუფე ანანია, რომელმაც დალოცა კონფერენციის მონაწილეები.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ მიმართულებებით: 1. გამოყენებითი ფიზიკა თანამედროვე მეცნიერების, მედიცინის, ტექნიკის,
ტექნოლოგიის და წარმოების სხვადასხვა დარგში; 2. გამოყენებითი ფიზიკის სწავლების მეთოდიკა; 3. გამოყენებითი ფიზიკის ისტორიის საკითხები.
კონფერენციაზე მუშაობის ფორმებია: მოხსენებით გამოსვლა; დაუსწრებელი მონაწილეობა; სასტენდო მოხსენებები.
დაგეგმილია კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების კრებულის გამოცემა.