გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელთა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელთა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა სტუ
26-03-2012, 01:44
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელთა პროექტმა ჰაიდელბერგცემენტის კონკურსში გაიმარჯვა. სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა QLA პრესკონფერენცია, სადაც გარემოს დაცვის მინისტრმა გ. ხაჩიძემ დეპარტამენტის წარმომადგენლებს გადასცა გამარჯვების სერტიფიკატი და მიულოცა მეორე ეტაპზე გადასვლა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 2012 წლის დასაწყისში კომპანია ჰაიდელბერგცემენტის მიერ გამოცხადებულ კარიერის კონკურსში Quarry Life Award (QLA) - ბიომრავალფეროვნებისთვის კარიერზე. კონკურსში მონაწიეობა მიიღეს თ. ჯიქიამ, ს. გველესიანმა, ვ. აბზიანიძემ და სტუდენტებმა ნ. ფოფორაძემ, გ. აბაშიძემ, თ. ლაბაძემ და ვ. ხმალაძემ.

საქართველოში შემოსული იყო 150 განაცხადი, აქედან კომპეტენტური ჟიურის მიერ განხილულ იქნა 52 საპროექტო წინადადება და ა. წ. 5 მარტს გამოვლინდა 5 საუკეთესო. გამარჯვებულთა შორის არის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროექტი ,,ეროზირებული ზედაპირების რეკულტივაციით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-გაზრდა და ლანდშაფტის რესტავრაცია ეკოლოგიურად უსაფრთხო ბუნებრივი მასალებით” კავთისხევის კარიერის მაგალითზე. პროექტი გადავიდა საერთაშორისო კონკურსის მეორე ეტაპზე ძირითადი პრიზების მოსაპოვებლად.
 
 

ასევე:

  • ევროპულ კონკურსში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის პროექტმა გაიმარჯვა
  • ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებელთა კურსი
  • ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში სტუ-ის პროექტმა გაიმარჯვა
  • სტუ-ში ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებელთა კურსი იწყება
  • ევროკომისიის ტემპუსის კონკურსში სტუ-ის პროექტმა გაიმარჯვა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge