|
30-10-2010, 00:45
1-6 ნოემბერს თბილისში მცენარეთა დაცვისა და კარანტინის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ორგანიზაციის (EPPO) აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებისთვის სემინარი გაიმართება. სემინარს 1-ელ ნოემბერს სასტუმრო "ვარაზში" 10:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი გახსნის.
სემინარი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ერთიანი საერთაშორისო ფიტოსანიტარული სტანდარტების დანერგვას, განკუთვნილია პრაქტიკოსებისთვის, რომლებიც ახორციელებენ დახედვასა და ნიმუშების აღებას მცენარეული პროდუქციის იმპორტისა და ექსპორტის დროს ფიტოსანიტარული ღონისძიებების გატარების მიზნით.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ 14 ქვეყნის სახელმწიფო ფიტოსანიტარული სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებში მოქმედ ფიტოსანიტარული კონტროლისა და ნიმუშების აღების პრაქტიკას. ghn |
|