|
17-10-2010, 19:51
17 ოქტომბერს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა.
"კლიმატის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებებს ველოსიპედისტების და სკეიდბორდისტების მსვლელობა გახსნის, რომელშიც მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოში ევროგაერთიანების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ.
"კლიმატის კვირეული", რომლის ლოზუნგია - "ვიმგზავროთ გონივრულად, ვიცხოვროთ უკეთესად", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ორგანიზებით და ევროგაერთიანების მხარდაჭერით ტარდება.
კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის, ქალაქის მერიის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელები და თანამშრომლები. |
|