24 თებერვალს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილი “ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიურო” გაიხსნება (კოსტავას გამზ. #75, სტუ-ის მე-8 კორპუსი, ოთახი 405). ღონისძიებას დაესწრება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი.
შეხვედრას გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, მისასალმებელი სიტყვით გამოვა ფილიპ დიმიტროვი.
ბიუროს პრეზენტაციას, ასევე, დაესწრებიან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ი.ელოშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გ.შერვაშიძე, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიუროს უფროსი, მ.გუდიაშვილი, პროექტ ,,რეგენლოს’’ ილიას უნივერსიტეტის კოორდინატორი, ი. აღაპიშვილი; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გარემოსდაცვითი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნ. სულთანიშვილი; საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, რ. არველაძე; გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ეროვნული კომუნიკაციის კოორდინატორი, მ.შვანგირაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი გ.ლაზრიევი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების დეპარტამენტის უფროსი, მ.არაბიძე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი „ალმა მატერის“ ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორი დ.სიხარულიძე.
წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები თემაზე „ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: სინერგიის ძიებაში“ (Trends in Energy & Environment in Georgian & EU: searching synergies).
დისკუსიის შემდეგ სიტყვით გამოვლენ სააქციო საზოგადოება ,,თელასის’’ ტექნიკური დირექტორი ვ. ქინქლაძე,სააქციო საზოგადოება ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ გენერალური დირექტორი, ნ. ნიკოლოვი;„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების აღმასრულებელი მენეჯერი, მ.ზიბზიბაძე.
ბოლოს დაგეგმილია ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიუროს დამკვირვებლის, ჟირონას უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ჯ.ვილას შემაჯამებელი ანგარიში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, TEMPUS -ის პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა “ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიურო”, რომლის მიზანია ევროპულ უნივერსიტეტებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრეების თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების განხილვა, სტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება და სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნიკური და ეკონომიკური სახის ინფორმაციისა და მონაცემების ურთიერთგაცვლა; პროფესიული კონსულტაციების ჩატარება ენერგეტიკის სფეროში, ნახშირორჟანგის ემისიებზე, განახლებად და მწვანე ენერგიებზე, ენერგოპროექტებზე; ენერგოკონტრაქტების ანალიზი, საკანონმდებლო და მარეგულირებელი რჩევები, საქართველოში გარემოს დაცვის სამართლის, როგორც სამართლის დარგის განვითარება; საზოგადოებაში გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლება და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება (ბიუროს ვებგვერდი: www.eelcb.com). ბიუროს უფროსია მაკა გუდიაშვილი (მობ: + 995 591 62 79 89; E-mail: makagudiashvili@yahoo.com).