საქართველოში გარემოს დაცვის დღე აღინიშნება » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

საქართველოში გარემოს დაცვის დღე აღინიშნება ---
5-06-2011, 01:35
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. გარემოს დაცვის სამინისტრო, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში პარტნიორ არასამთავრობო და ბიზნესორგანიზაციებთან ერთად, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტები გარემოსდაცვით თემაზე ყოფილი "ცეკავშირის" შენობის გარშემო ღობეს მოხატავენ. პარალელურად, მოძრაობის თეატრის მსახიობების და მუსიკოსების საზაფხულო შოუ მოეწყობა.
აქციაში გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესთან და საქარველოში გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ინიტა პაულოვიჩასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ "მწვანე კლუბის" წევრები, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიისა და "ფუტკრის სახლის" მოსწავლეები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ფუტკრის და დინოზავრის ფორმებში იქნებიან გამოწყობილები.

ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრად დაურიგდებათ მაისურები წარწერით - "5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა."

ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეაში კი ბავშვთა ნახატების გამოფენა გაიმართება - "სუფთა გარემო თქვენს სამსახურში". გამოფენა რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრ - REC-ის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძეც მიიღებს. გამოფენაზე 100 ნამუშევრიდან სამი საუკეთესოს ავტორს პრიზები გადაეცემა.

დღის ბოლოს კი, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" დასკვნითი ოფიციალური საზეიმო მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს (დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს) სიტყვით გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე მიმართავს. სიტყვით გამოვლენ, ასევე, გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ინიტა პაულოვიჩა და მოწვეული სტუმრები.

პარალელურად, მოეწყობა მოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას ფოტოგამოფენა "ბავშვი და გარემო". საღამოს მუსიკალურად დავით ილურიძის ბენდი გააფორმებს.

მინისტრი გოგა ხაჩიძე და ინიტა პაულოვიჩა გარემოსდაცვით საკითხებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის ნომინაციებში - "მწვანე კომპანია", "მწვანე გზა - მწვანე ცხოვრების წესისთვის" და "მწვანე ჟურნალისტები" - გამარჯვებულებს პრიზებს და სიგელებს გადასცემენ. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე სადღესასწაულო ტორტის საზეიმო გაჭრით დასრულდება.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე წელს 38-ედ აღინიშნება. გარემოს დაცვის დღედ 5 ივნისი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა.
 
 

ასევე:

  • გარემოს მონიტორინგისა და საინჟინრო ეკოლოგიის ცენტრმა სემინარი ჩაატარა
  • 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
  • ”დავასუფთაოთ მსოფლიო" ოფიციალურად გაიხსნა
  • თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა
  • დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია მოეწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge