|
9-06-2013, 14:58
7 ივნისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტთან არსებული “გარემოს მონიტორინგისა და საინჟინრო ეკოლოგიის ცენტრმა” ჩაატარა გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სემინარი თემაზე: ”ეკოლოგიური პრობლემები და ახალგაზრდობა”. სემინარი ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში, III სართულზე, საკონფერენციო დარბაზში.
5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა" (UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.
2013 წელს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა „დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი “ რომელიც გარემოს დაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს საკვები და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ. |
|