დღეს, 10 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების ეგიდით, გაიხსნა საერთაშორისო-სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება".
კონფერენცია ეძღვნება გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დაარსების 30 წლისთავს და მისი დამაარსებლის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვიქტორ ერისთავის დაბადებიდან 70 წლის იუბილეს.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: გარემოს დაცვა და ახალი ტექნოლოგიები; გარემოს დაცვის პრობლემები საგანმანათლებლო სისტემაში; გარემოს დაცვის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები; გარემოს ობიექტების სანიტარულ - ჰიგიენური შეფასება; ეკოლოგიური მენეჯმენტი, აუდიტი და ექსპერტიზა; ეკოლოგიური უსაფრთხოება; ბიომრავალფეროვანება; გარემოს ქიმია და ეკოლოგია; ენერგეტიკის ეკოლოგიური ასპექტები-ენერგოეფექტურობა; გარემოს არსებული მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი
შეფასება (კლიმატი და ა.შ.).
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, რუსული და ინგლისური. კონფერენციის თავმჯდომარეა სტუ-ის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი; თავმჯდომარის მოადგილეები – სტუ-ის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი; სტუ-ის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი; გარემოს დაცვისა და საიჟინრო ეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ჩხუბიანიშვილი; გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი დიმიტრი ერისთავი; სწავლული მდივანი – გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების უფრ. მასწავლებელი მაია ქავთარაძე; საორგანიზაციო კომიტეტის წევრები – ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი ნაზიბროლა კუციავა; სამეცნიერო დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი დავით თავხელიძე; პროფესორი ივანე გორგიძე; აკადემიკოსი გივი ცინცაძე; პროფესორი შალვა ანდღულაძე; პროფესორი არჩილ სარუხანიშვილი; ასოცირებული პროფესორი ნინო მუმლაძე; ასოცირებული პროფესორები მანანა გვერდწითელი, ცისანა ბაზღაძე, ჯიმშერ ქერქაძე, გიორგი მჭედლიშვილი; ასისტენტ-პროფესორი მაკა დემეტრაძე.