სტუ-ში ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიის თემაზე კონფერენცია გაიხსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიის თემაზე კონფერენცია გაიხსნა მეცნიერება
21-10-2010, 15:06
სტუ-ში ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიის თემაზე კონფერენცია გაიხსნა დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები”. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი; საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე; პასუხისმგებელი მთრგმნელობით საქმიანობაზე - ენებისა და კომუნიკატივისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი მაკა ჩხეიძე; მდივანი - ასისტენტ-პროფესორი თ. ბონდარენკო; საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, სრული პროფესორები: ბორის იმნაძე, თემურ ჯაგოდნიშვილი, თამარ მებუკე, ასოცირებული პროფესორი ტატიანა მეგრელიშვილი.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, მცირე სააქტო დარბაზში გაიხსნა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების განყოფილების უფროსი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ოთარ ზუმბურიძე, დელეგაციის ხელმძღვანელები.
კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა თემურ ჯაგოდნიშვილმა, მოხსენებით “ვერბალური კომუნიკაციების ჰორიზონტები”.

მოხსენებები წარმოადგინეს ინდოეთის უნივერსიტეტის პროფესორებმა - მ. შრედარმა, მ. რაჯანმა, ხ. გაითარმა, მ. კუმბურმა, პ. სუდჰამ (“ინფორმაციული ტექნოლოგიების გმოყენება სასწავლო-სააღმზრდელო სისტემებში”); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ბორის იმნაძემ (“სამეტყველო პარდოქსები და ვერბალური კომუნიკაცია”); ანატოლიის უნივერსიტეტის პროფესორმა უ. დემირეიმ (“მეტაკომუნიკაციური კონცეპტი და სხეულის ენა არავერბალური კომუნიკაციების დამყარების პროცესში”); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ნანა ხაზარაძემ (“ლუვიური იეროგლიფები როგორც ინფორმაციის წყარო”); ვილნიუსის პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა ვ. კავალიაუსკასმა (“ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ლიტვური ენის სწორად წარმოთქმისა და აქცენტუაციის სწავლებისას”); იაპონიის უნივერსიტეტის პროფესორი ერიკო ჰაიაში (“პარანციონალური კომუნიკაციები მეოცე საუკუნის პოეტის, ვ. ჰ. აუდენის შემოქმედებაში”); საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამარ მებუკე (“მიდგომები ინტერტექტუალობის პრობლემისადმი”); აზებაიჯანის სლავური უნივერსიტეტის პროფესორი ჩ. ბედალოვი (“კულტურათშორისი კომუნიკაციის თანამდეროვე პრობლემები და ცხოენოვანი სამეტყველო მოღვაწეობის სწავლება”).

სამდღიან კონფერენციაზე წარმოდგენილია ათი სექცია: 1. ვერბალური კომუნიკაციების ტეორია და პრაქტიკა (ხელმძღვანელი თემურ ჯაგოდნიშვილი); 2. კომუნიკატიური ლინგვისტიკა (ხელმძღვანელი მაკა ჩხეიძე); 3. ჰუმანიტარული მეცნიერებანი და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები (ხელმძღვანელი გ. ჩიკოიძე); 4. ლიტერატურათმცოდნეობა: კომუნიკაციის მოდელები მხატვრული ტექსტის სივრცეში (ხელმძღვანელი თამარ მებუკე); 5. კომუნიკაციური ტექნოლოგიები საინფორმაციო სისტემებში, საინჟინრო და ტექნიკურ დარგებში (ხელმძღვანელი ალექსანდრე ედიბერიძე); 6. უცხოური ენები და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები (ხელმძღვანელები: ჩ. ბედალოვი, ე. აბასზადე); 7. კომუნიკაციური ტექნოლოგიები სამართალმცოდნეობასა და სოციალურ დისციპლინებში (ხელმძღვანელები: ლ. კალანდძე, ე. ხახუტაშვილი); 8. თარგმანი როგორც კულტურათშორისი კომუნიკაციის საშუალება (ხელმძღვანელი ლ. ჩხენკელი); 9. კომუნიკაციური ტექნოლოგიები ჟურნალისტიკაში (ხელმძღვანელი ივანე ჯაგოდნიშვილი); 10. კომუნიკაციური ტექნოლოგიები პოლიტიკაში, ეკონომიკასა და ბიზნესში (ხელმძღვანელი თ. ნუცუბიძე).

კონფერენციის დასრულების შემდეგ, 23 ოქტომბერს კონფერენციის მონაწილეებისთვის მოეწყობა ექსკურსია კახეთში.

 
 

ასევე:

  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”
  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება"
  • სტუ-ში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია იხსნება
  • სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge