საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”. კონფერენციის თემაა: “ვერბალური კომუნიკაციები სივრცესა და დროში”.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, რუსული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ბორის იმნაძემ. გახსნას ესწრებოდნენ სტუ-ის პროფესორები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდნ და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. პირველი მოხსენება წაიკითხა სტუ-ის ქართული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა თემურ ჯაგოდნიშვილმა.
კონფერენციის მუშაობა მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით: ვერბალური კომუნიკაციების თეორია და პრაქტიკა; კომუნიკაციური ლინგვისტიკა; ჰუმანიტარული მეცნიერებანი და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები; ლიტერატურათმცოდნეობა: კომუნიკაციური მოდელები მხატვრული
ტექსტის სივრცეში; ვერბალური კომუნიკაცია და საინფორმაციო სისტემები; კომუნიკაციური ტექნოლოგიები საინჟინრო და ტექნიკურ სფეროებში; უცხო ენები XXI საუკუნის დასაწყისის კულტურათშორის კომუნიკაციებში; კომუნიკაციური ტექნოლოგიები სამართალმცოდნეობასა და სოცი-ალურ დისციპლინებში; უცხო ენები და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები: სიახლე სწავლების მეთოდიკაში; თარგმანი, როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის საშუალება; კომუნიკაციური ტექნოლოგიები ჟურნალისტიკაში; კომუნიკაციური ტექნოლოგიები იურისტპრუდენციაში; კომუნიკაციური ტექნოლოგიები პოლიტიკაში; კომუნიკაციური ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული.