სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა სტუ
23-09-2012, 02:13
სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია “21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები”. კონფერენცია 19 სექტემბერს გაიხსნა და 21 სექტემბერს დასრულდა.

კონფერენციის თავმჯდომარე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები - პროფესორები: ზურაბ გასიტაშვილი, ჰამლეტ მელაძე, მამუკა მაცაბერიძე, ივანე გორგიძე, რაფიელ ჩიქოვანი, თამარ ლომინაძე, მაკა ხართიშვილი, ასევე თამარ ქაჯაია და დალი მესხიშვილი.

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო პროგრამული კომიტეტის წევრები იყვნენ პროფესორები: ჰანს ზიუნკელი, ფელიქს უნგერი (ავსტრია), ალბერტ ვესტვუდი (აშშ), არიფ პაშაევი, ხავარ ამირ ოღლი მამედოვი (აზერბაიჯანი), სებასტიან შმიდტი (გერმანია), ანდრეს კევალიკი (ესტონეთი), ონურალპ იუჩელი (თურქეთი), დოქტორი ფაბრიციო ჯუჯარო (იტალია), ასევე პროფესორები: ფათჰი ჰაბაში (კანადა), ლეონიდს რიბიცკისი (ლატვია), ალფონსას დანიუნასი (ლიტვა), აკადემიკოსი მიხათ კლეიბერი (პოლონეთი), მიხაილ ზგუროვსკი (უკრაინა), აკადემიკოსები სტანისლავ ვასილიევი (რუსეთი), ბაკიტჟან ჟუმაგულოვი (ყაზახეთი), მინდია სალუქვაძე (საქართველო) და პროფესორი ოლეგ ნამიჩეიშვილი (საქართველო).

კონფერენციის თემატიკა: I საინჟინრო მეცნიერებები და მაღალი ტექნოლოგიები - 1. ტექნოლოგიები ეკოლოგიასა და საგანგებო სიტუაციებში; 2. კვების და ფარმაციის სამრეწველო ტექნოლოგიები; 3. საინჟინრო ტექნოლოგიები (ენერგეტიკა, ქიმია-მეტალურგია, სამთო-გეოლოგია, მშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ტრანსპორტი); II გამოყენებითი მათემატიკა, ფიზიკა და ინფორმატიკა, ტელეკომუნიკაციები - 1. გამოყენებითი მათემატიკა; 2. ფიზიკა; 3. ინფორმატიკა და ტელეკომუნიკაცია; III ნანოტექნოლოგიები; IV ახალი მასალები და განახლებადი ენერგია.

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდაკონფერენცია 10:30 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიხსნა და სექციებად სტუ-ის სხვადასხვა კორპუსში ჩატარდა. დახურვის ცერემონიაზე უცხოელი პროფესორები დაჯილდოვდნენ.

კონფერენცია “21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები” შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია იხსნება
  • ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია დღეს დასრულდება
  • სტუ-ში ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიის თემაზე კონფერენცია გაიხსნა
  • ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება
  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge