|
18-09-2012, 17:04
ხვალ, 19 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია “21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები”. კონფერენცია 21 სექტემბერს დასრულდება.
კონფერენციის თავმჯდომარეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები - პროფესორები: ზურაბ გასიტაშვილი, ჰამლეტ მელაძე, მამუკა მაცაბერიძე, ივანე გორგიძე, რაფიელ ჩიქოვანი, თამარ ლომინაძე, მაკა ხართიშვილი, ასევე თამარ ქაჯაია და დალი მესხიშვილი.
საერთაშორისო პროგრამული კომიტეტის წევრები არიან პროფესორები: ჰანს ზიუნკელი, ფელიქს უნგერი (ავსტრია), ალბერტ ვესტვუდი (აშშ), არიფ პაშაევი, ხავარ ამირ ოღლი მამედოვი (აზერბაიჯანი), სებასტიან შმიდტი (გერმანია), ანდრეს კევალიკი (ესტონეთი), ონურალპ იუჩელი (თურქეთი), დოქტორი ფაბრიციო ჯუჯარო (იტალია), ასევე პროფესორები: ფათჰი ჰაბაში (კანადა), ლეონიდს რიბიცკისი (ლატვია), ალფონსას დანიუნასი (ლიტვა), აკადემიკოსი მიხათ კლეიბერი (პოლონეთი), მიხაილ ზგუროვსკი (უკრაინა), აკადემიკოსები სტანისლავ ვასილიევი (რუსეთი), ბაკიტჟან ჟუმაგულოვი (ყაზახეთი), მინდია სალუქვაძე (საქართველო) და პროფესორი ოლეგ ნამიჩეიშვილი (საქართველო).
კონფერენციის თემატიკა: I საინჟინრო მეცნიერებები და მაღალი ტექნოლოგიები - 1. ტექნოლოგიები ეკოლოგიასა და საგანგებო სიტუაციებში; 2. კვების და ფარმაციის სამრეწველო ტექნოლოგიები; 3. საინჟინრო ტექნოლოგიები (ენერგეტიკა, ქიმია-მეტალურგია, სამთო-გეოლოგია, მშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ტრანსპორტი); II გამოყენებითი მათემატიკა, ფიზიკა და ინფორმატიკა, ტელეკომუნიკაციები - 1. გამოყენებითი მათემატიკა; 2. ფიზიკა; 3. ინფორმატიკა და ტელეკომუნიკაცია; III ნანოტექნოლოგიები; IV ახალი მასალები და განახლებადი ენერგია. კონფერენცია 10:30 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიხსნება და სექციებად სტუ-ის სხვადასხვა კორპუსში ჩატარდება.
კონფერენცია “21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი პარადიგმები” შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება. |
|