სტუ-ში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნა სტუ
20-05-2011, 11:52
სტუ-ში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნადღეს, 20 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია "მართვის ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები".

კონფერენცია ეძღვნება სტუ-ის მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრის დაარსების საიუბილეო მე-40 წლისთავს და მისი დამაარსებლების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის გოჩა ჩოგოვაძის და წევრ-კორესპონდენტის გიორგი გოგიჩაიშვილის დაბადებიდან 70-ე წლისთავს. კონფერენცია ეძღვნება, აგრეთვე, იუნესკოს კათედრის “ინფორმაციული საზოგადოების” დაარსების მე-10 წლისთავს.

კონფერენციის მუშაობას ხელმძღვანელობენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და იუნესკოს კათედრის “ინფორმაციული საზოგადოების” გამგე გოჩა ჩოგოვაძე. საპატიო სტუმრები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფრიდონ თოდუა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და თსუ-ის ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

სტუ-ში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნაპლენარულ სხდომაზე გოჩა ჩოგოვაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე “როდესაც წარსულს ვიხსენებ და მომავალზე ვფიქრობ”.

კონფერენციაზე იმუშავებს ორი სექცია და ხუთი ქვესექცია: სექცია I – “მართვის ავტომატიზებული სისტემები”; ქვესექციები - პრაქტიკული და გამოყენებითი ინფორმატიკა; თეორიული ინფორმატიკა; ტექნიკური ინფორმატიკა; სექცია I I – “ინფორმაციული საზოგადოება”; ქვესექციები - ელექტრონული უსაფრთხო სისტემები; ინფორმატიკის დიდაქტიკა.

20 მაისს, 18:00 საათზე, გაიმართება კონფერენციის მონაწილეთა ოფიციალური მიღება მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრაზე.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერები: აშშ-იდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, აზრბაიჯანიდან, უკრაინიდან, კამბოჯადან, თურქეთიდან, ავსტრიიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, სერბეთიდან და მაკედონიიდან.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: თეორიული ინფორმატიკა: მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება; პრაქტიკული ინფორმატიკა: მონაცემთა მენეჯმენტი და პროგრამული ტექნოლოგიები; ტექნიკური ინფორმატიკა: კომპიუტერული ინჟინერია და საინფორმაციო კომუნიკაციური ტექნოლოგიები; გამოყენებითი ინფორმატიკა: ორგანიზაციული მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემები; ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემები; ინფორმატიკის დიდაქტიკა; საინფორმაციო საზოგადოება: საინფორმაციო საზოგადოება - უპირატესობები და რისკები; საინფორმაციო და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მიდგომა - პრაქტიკული გზები, მექანიზმები და სამართლიანი ასპექტები; საინფორმაციო კომუნიკაციური ტექნოლოგიები და დასაქმება; ქსელური ტექნოლოგიები (სოციალური ქსელები) და მათი გავლენა ქართული საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე; “ელექტრონული მთავრობა” ან „ელექტრონული დემოკრატია“: საწინდრები და მათი დანერგვის პირობები.

საორგანიზაციო კომიტეტი წინასწარ გამოაქვეყნებს კონფერენციაზე წარმოდგენილ ყველა იმ მოხსენებას, რომლებიც გაივლის ექსპერტიზას. მოხსენებათა თეზისები მომზადდება კონფერენციისთვის. კონფერენციის რეკომენდაციით შერჩეულ მოხსენებათა მასალები გამოიცემა საერთაშორისო შრომების კრებულში ”მართვის ავტომატიზებული სისტემები” - ISSN 1512-3979, №1(10), 2011.

კონფერენცია 22 მაისს დასრულდება.
 
 

ასევე:

  • მართვის ავტომატიზებული სისტემების თემაზე კონფერენცია ტარდება
  • ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია დღეს დასრულდება
  • ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება
  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”
  • სტუ-ში სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge