სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ახალი ტექნოლოგიები თანამედროვე მრეწველობაში" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ახალი ტექნოლოგიები თანამედროვე მრეწველობაში" მეცნიერება
29-04-2010, 21:32
სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ახალი ტექნოლოგიები თანამედროვე მრეწველობაში" დღეს, 30 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდება საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია: "ახალი ტექნოლოგიები თანამედროვე მრეწველობაში". კონფერენცია პროფესორ ნიკოლოზ შენგელაიას ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიება 29 აპრილს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა, პროფ. ო. ზუმბურიძემ გახსნა. მსმენელებს მიესალმნენ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ო. გელაშვილი და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმთა მოდელირებისა და ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლ. დემეტრაძე.

პროფესორი ნიკოლოზ შენგელაია თავიანთ გამოსვლებში მოიგონეს ბორის ბოქოლიშვილმა, რაულ თურმანიძემ, მურთაზ მამისეიშვილმა, ავთანდილ ქათამაძემ, ირინა შენგელიამ.

კონფერენციის პირველ დღეს მოეწყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მსუბუქი მრეწველობის ნაწარმთა მოდელირებისა და ტექნოლოგიის მიმართულების პედაგოგთა და სტუდენტთა მიერ შექმნილი მოდელების გამოფენა-ჩვენება.

კონფერენციის ფარგლებში მუშაობს ოთხი სექცია: ახალი ტექნოლოგიები (სხდომის თავმჯდომარეები თ. მეგრელიძე, ნ. დავითაშვილი), ქიმიური ტექნოლოგიები და ახალი მასალები (სხდომის თავმჯდომარეები გ. ცინცაძე, დ. ხუციშვილი), ზუსტი მეცნიერება (სხდომის თავმჯდომარეები ნ. ბოჭორიშვილი, ნ. ჩხუბიანიშვილი), ეკონომიკა და ბიზნესის მართვა (კ. ღურწკაია, მ. ტყეშელაშვილი).

როგორც კონფერენციის ორგანიზატორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მოდელირებისა და ტექნოლოგიის კათედრის გამგემ, ლეილა დემეტრაძემ, ჩვენთან საუბარში განაცხადა, კონფერენცია ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.

"მოგეხსენებათ, მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მოდელირებისა და ტექნოლოგიის კათედრა 15 წლის წინ აღდგა. 1972 წელს იგი ქუთაისში გადაიტანეს, 1993 წლიდან კი ისევ თბილისში ფუნქციონირებს. ამ დროიდან მოყოლებული, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ვატარებთ საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური კონფერენციას. წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ყოფილი დეკანის, პროფესორ ნიკოლოზ შენგელაიას დაბადებიდან 100 წლის იუბილეს დაემთხვა", _ განაცხადა ლეილა დემეტრაძემ ჩვენთან საუბარში.

მისი განცხადებით, კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარებას ხელი შეუწყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ.

"მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომელმაც სააქტო დარბაზი დაგვითმო და მხარში დაგვიდგა. ასევე სტუ-ის სტამბასა და გამომცემლობას, რომლებმაც კონფერენციის პროგრამისა და ბუკლეტების დაბეჭდვა დროულად უზრუნველყვეს", _ განაცხადა დემეტრაძემ.

კონფერენციის მეორე დღეს, 30 აპრილს, დაგეგმილია კონფერენციის შედეგების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ექსკურსია ქალაქგარეთ.
სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ახალი ტექნოლოგიები თანამედროვე მრეწველობაში"
 
 

ასევე:

  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება"
  • სტუ-ში ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიის თემაზე კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”
  • 20 აპრილს სტუ-ში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება
  • სტუ-ში სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge