|
29-05-2013, 13:36
28-30 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენცია “ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები”. ღონისძიება ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავსა და მისი პირველი დირექტორის, მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორის ვასილ ლომინაძის დაბადების 100 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციის პროგრამაში შედის: 1. წყლის რესურსები, მათი პროგნოზები და მართვა; 2. საინჟინრო ჰიდროლოგია; 3. მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია; 4. ბუნებრივი გარემოს დაბინძურება; 5. ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური პროცესების მოდელირება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია, საქართველის საინჟინრო აკადემია,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი.
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი; თანათავმჯდომარეები – ჰმი-ის დირექტორი თენგიზ ცინცაძე; ჰმი-ის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების გამგე ნოდარ ბეგალიშვილი; ჰმი-ის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ბაკურ ბერიტაშვილი; სწავლული მდივანი – ჰმი-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მაია მელაძე; საორგანიზაციო კომიტეტის წევრები – ჰმი-ის წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვასილ ცომაია; ჰმი-ის კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე ელიზბარ ელიზბარაშვილი; ჰმი-ის ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგისა და პროგნოზების განყოფილების გამგე ლიანა ინწკირველი; ჰმი-ის ამინდის პროგნოზების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილების გამგე თეიმურაზ დავითაშვილი; ჰმი-ის დირექტორის თანაშემწე ნარინე არუთინიანი; ჰმი-ის მდივანი_რეფერენტი იზაბელა გელაძე; ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ცინცაძე;
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები (სტატიები) გამოიცემა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის შრომათა ცალკე კრებულად. |
|