ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემებზე კონფერენცია ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემებზე კონფერენცია ტარდება სტუ
18-05-2013, 17:30
28-30 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენცია “ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები”. ღონისძიება ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავსა და მისი პირველი დირექტორის, მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორის ვასილ ლომინაძის დაბადების 100 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციის პროგრამაში შედის: 1. წყლის რესურსები, მათი პროგნოზები და მართვა; 2. საინჟინრო ჰიდროლოგია; 3. მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია; 4. ბუნებრივი გარემოს დაბინძურება; 5. ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური პროცესების მოდელირება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია, საქართველის საინჟინრო აკადემია,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი.

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი; თანათავმჯდომარეები – ჰმი-ის დირექტორი თენგიზ ცინცაძე; ჰმი-ის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების გამგე ნოდარ ბეგალიშვილი; ჰმი-ის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ბაკურ ბერიტაშვილი; სწავლული მდივანი – ჰმი-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მაია მელაძე; საორგანიზაციო კომიტეტის წევრები – ჰმი-ის წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილების, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ვასილ ცომაია; ჰმი-ის კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე ელიზბარ ელიზბარაშვილი; ჰმი-ის ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგისა და პროგნოზების განყოფილების გამგე ლიანა ინწკირველი; ჰმი-ის ამინდის პროგნოზების, ბუნებრივი
და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილების გამგე თეიმურაზ დავითაშვილი; ჰმი-ის დირექტორის თანაშემწე ნარინე არუთინიანი; ჰმი-ის მდივანი_რეფერენტი იზაბელა გელაძე; ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ცინცაძე;

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები (სტატიები) გამოიცემა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის შრომათა ცალკე კრებულად.

დავით აღმაშენებლის გამზირი 150ა, ტელ: 295-10-47, 295-11-60
( http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:zUOL7lCimloJ:www.gtu.ge/sciensStu/allConference.php%3Fnid%3D3451%26+&cd=8&hl=ka&ct=clnk&gl=ge )
 
 

ასევე:

  • ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემებზე კონფერენცია ტარდება
  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება"
  • სტუ-ში ბაკურ ბერიტაშვილის სახელმძღვანელოს განიხილავენ
  • რაფიელ აგლაძის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები ტარდება
  • სტუ-ს ევროპული კოსმოსური სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge