საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებმა, გარემოს დაცვისა და საწარმოო ეკოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით, მოამზადეს თემატური სემინარი ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.
მომხსენებელმა, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა ალექსანდრე ლომთაძემ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა. მან წარმოადგინა პროფესიონალური ხედვა მშენებლობის პერსპექტივისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
თემატურ სემინარს ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნაზი კუციავა.
“სემინარის მონაწილენი შეჯერდნენ იმ აზრზე, რომ აღნიშნული ტიპის პრეზენტაციები სტუდენტთა პროფესიონალური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია”, – განაცხდა ნაზი კუციავამ და დასძინა, რომ მსგავსი სემინრები მომავალშიც ჩატარდება.