სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლებმა კარადენიზის უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი ჩაატარეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლებმა კარადენიზის უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი ჩაატარეს სიახლე
10-12-2010, 15:49
სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლებმა კარადენიზის უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი ჩაატარეს 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით „ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების “ N 89 მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე და ამავე მიმართულების უფროსი მასწავლებელი მიხეილ ქანთარია მივლინებით ეწვივნენ თურქეთს, ქ. ტრაბზონის კარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც ჩაატარეს სამეცნიერო სემინარი თემაზე „ტექნოლოგიურ პროცესებში ოპტიმიზაციის მეთოდების გამოყენება“.

სემინარს ესწრებოდნენ საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და 200-მდე სტუდენტი.

თურქულად "კარადენიზის" ტექნიკური უნივერსიტეტის სახელწოდებაა შავი ზღვის აუზის ტექნიკური უნივერსიტეტი. ის დაარსდა 1955 წელს და თურქეთის სამაგალითო უნივერსიტეტია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს უახლესი აპარატურით სავსე ლაბორატორიები, შეხვდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებს (პრორექტორებს, დეკანებს, პროფესორებს, სტუდენტებს) და ჩაატარეს სემინარები, სადაც წარადგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. განიხილეს ორი სამეცნიერო ამოცანა. სემინარებს დაესწრო 200-მდე სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი.

ვიზიტის ფარგლებში ქართველი სტუმრები მიიწვიეს "Hamsi Bayram"-ის დღესასწაულზე.

უნივერსიტეტის სტუდქალაქი მდებარეობს ქ. ტრაბზონის გარეუბანში. დაწესებულების შემადგენლობაშია 22 ფაკულტეტი, 1 კონსერვატორია, 3 უმაღლესი სკოლა, 13 უმაღლესი პროფესიული სასწავლებელი, 3 ინსტიტუტი და 16 კვლევითი ცენტრი. აკადემიური პერსონალი შედგება 1781 ადამიანისგან, სტუდენტების რაოდენობა კი 42 000 აღწევს.

დელეგაციის წევრების განცხადებით, შეხვედრებმა ყველა დონეზე ძალიან შედეგიანად ჩაიარა და უნივერსიტეტების ფართო თანამშრომლობის კარგი ნიადაგი შეიქმნა.
სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლებმა კარადენიზის უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი ჩაატარეს


 
 

ასევე:

  • გასვლითი სემინარი "ივერიონში"
  • 13 აპრილს ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების N 89 მიმართულების მეოთხე სემინარი გაიმართება
  • სტუ-ში “ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიის“ სემინარი გაიმართა
  • სტუ-ში ჩატარდა პრაქტიკული სემინარი „სამეცნიერო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა“
  • სტუ-ში დისერტაციის დაცვა ონლაინრეჟიმში ჩატარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge