გასვლითი სემინარი "ივერიონში" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გასვლითი სემინარი "ივერიონში" სტუ
29-11-2011, 23:58
25 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ინიციატივით მოეწყო გასვლითი სემინარი კერძო სკოლა "ივერიონში". სემინარის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართ გაზრდილი ინტერესების დაკმაყოფილება და ამავე დროს სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ღონისძიებას ორგანიზებას უწევდნენ მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე ედიბერიძე და უფროსი მასწავლებელი მიხეილ ქანთარია. სასემინარო თემები წარმოადგინეს ბექა ხარებავამ და ნინო მეზურნიშვილმა. კერძოდ, განხილული იყო ოპერაციული სისტემები და მასთან დაკავშირებული საკითხები მცირე ისტორიული ექსკურსის თანხლებით. მსმენელებში ამ საკითხებმა დიდი ინტერესი გააღვიძა და მოზარდებმა და მათმა პედაგოგებმა შემდგომში თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.

სემინარების მიმდინარეობა და მთელი პროცესი გადაიცემოდა ონლაინარხის საშუალებით www.bit.gtu.ge -ზე. აქვე შესაძლებელია ამ ჩანაწერის ხილვა არქივირებულ მასალაში.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში “ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიის“ სემინარი გაიმართა
  • 13 აპრილს ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების N 89 მიმართულების მეოთხე სემინარი გაიმართება
  • სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლებმა კარადენიზის უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი ჩაატარეს
  • ნავთობპროდუქტების სექტორში "ლოიალობის პროგრამების განხორციელებაზე” სემინარი გაიმართება
  • სტუ-ში გაიმართება ონლაინსემინარი "კომპიუტერული მოდელირება ეკონომიკაში"






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge