|
23-03-2010, 23:33
დღეს, 23 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, გაიმართა “ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების“ N 89 მიმართულების მეორე სემინარი ონლაინრეჟიმში.
სემინარის თემა იყო “სტრუქტურული დაპროგრამება Python -ის მაგალითზე“. სემინარი მიჰყავდა დავით ავსაჯანიშვილს (Geocell). იყო ახსნილი სტრუქტურული დაპროგრამების ძირითადი პრინციპები და განსაზღვრები. ასევე ნაჩვენები იყო პრაქტიკული მაგალითები Python-ის დაპროგრამების ენაზე.
სტუ-ში ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების N89 მიმართულებაზე მიმდინარეობს სემინარები ონლაინრეჟიმში. სემინარებს უძღვებიან გამოცდილი ექსპერტები ამა თუ იმ სფეროში, სხვადასხვა ცნობილი კომპანიიდან და სახელმწიფო სტრუქტურიდან.
პირველი სემინარი ჩატარდა 19 მარტს. სემინარის თემა იყო გენეტიკური ალგორითმები. სემინარს გაუძღვა მიხეილ ქანთარია (სტუ). განხილული იყო თანამედროვე ოპტიმიზაციის მეთოდების ძირითადი პრინციპები და ნაჩვენები იყო პრაქტიკული მაგალითები.
აღსანიშნავია, რომ მსმენელს შეუძლია უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სემინარის მსვლელობაში და ინტერნეტით დაუსვას შეკითხვები მომხსენებელს. ასევე, მიმდინარეობს სემინარების ჩაწერა, რათა მოგვიანებით დაიდოს ამ სემინარის ვიდეოჩანაწერი თავისი პრაქტიკული მაგალითებით.
მომდევნო სემინარები ტრადიციულად ჩატარდება ყოველ სამშაბათს, 13:00 საათზე (სტუ, მე-6 კორპუსი, VIII სართული, 805 ბ აუდიტორია). ხოლო, თემები რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდება N89 მიმართულების ვებგვერდზე: http://www.gtu.ge/kat89 |
|