|
27-03-2010, 04:08
30 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება “ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების” # 89 მიმართულების რიგით მესამე სემინარი ონლაინრეჟიმში. სემინარის თემაა "კომპიუტერული მოდელირება ეკონომიკაში".
სემინარს გაუძღვება სტუ-ის პროფესორი გელა ჭიკაძე. განიხილება შემდეგი ამოცანები: 1. კრედიტის დაფარვის ოპტიმალური გეგმის შედგენა, 2. კაპიტალდაბანდებათა და შემოსავალთა მომგებიანობის განსაზღვრა, 3. საუკეთესო საინვესტიციო ობიექტის შერჩევა, 4. ოპტიმალური საინვესტიციო პროექტის განსაზღვრა, 5. საწარმოს მარაგების ოპტიმალური განაწილება და მოგების მართვა, 6. სატრანსპორტო გადაზიდვების დაგეგმარება და ოპტიმიზება, 7. სავაჭრო ობიქტების მუშაობის დროს მაქსიმალური მოგების დაგეგმვა, 8. Eეკონომიკური სიდიდეების კორელაცია, რეგრესიული მრუდის აგება და ეკონომიკური შედეგების პროგნოზირება.
ყოველ სამშაბათს, 13:00 საათზე, სტუ-ის მე-6 კორპუსში, მე-8 სართულზე, # 805-ბ აუდიტორიაში, ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის “ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების” #N89 მიმართულებაზე მიმდინარეობს სემინარები ონლაინრეჟიმში (პირდაპირ ეთერში). სემინარებს უძღვებიან გამოცდილი ექსპერტები ამა თუ იმ სფეროში, სხვადასხვა ცნობილი კომპანიიდან და სახელმწიფო სტრუქტურიდან.
პირველი სემინარი ჩატარდა 19 მარტს. სემინარის თემა იყო გენეტიკური ალგორითმები. სემინარს გაუძღვა მიხეილ ქანთარია (სტუ). განხილული იყო თანამედროვე ოპტიმიზაციის მეთოდების ძირითადი პრინციპები და ნაჩვენები იყო პრაქტიკული მაგალითები.
მეორე სემინარი ჩატარდა 23 მარტს თემაზე: “სტრუქტურული დაპროგრამება Python-ის მაგალითზე“. სემინარი მიყავდა დავით ავსაჯანიშვილს (Geocell). იყო ახსნილი სტრუქტურული დაპროგრამების ძირითადი პრინციპები და განსაზღვრები. ასევე ნაჩვენები იყო პრაქტიკული მაგალითები Pყტჰონ-ის დაპროგრამების ენაზე.
აღსანიშნავია, რომ მსმენელს შეუძლია უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სემინარის მსვლელობაში და ინტერნეტით დაუსვას შეკითხვები მომხსენებელს. ასევე, მიმდინარეობს სემინარების ჩაწერა, რათა მოგვიანებით დაიდოს ამ სემინარის ვიდეოჩანაწერი თავისი პრაქტიკული მაგალითებით.
|
|