”დავასუფთაოთ მსოფლიო" ოფიციალურად გაიხსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

”დავასუფთაოთ მსოფლიო" ოფიციალურად გაიხსნა სიახლე
16-09-2011, 00:35
საერთაშორისო გარემოსდაცვითი კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო" ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და შვედეთის ელჩი საქართველოში დიანა იანსე მონაწილეობდნენ.

16, 17 და 18 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია - "დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით. ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, იგი აერთიანებს ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისთვის. კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერში და მასში 130-მდე ქვეყანა მონაწილეობს. წელს კამპანია ტარდება დევიზით: "ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა "დავასუფთაოთ მსოფლიო".

"დადგება დრო, როცა ჩვენი სახელმწიფო კარგი ფინანსებით, ადმინისტრირებით და ინფრასტრუქტურით შეძლებს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს იდეალურად სუფთა. ახლა, როცა ამის საშუალება არა გვაქვს, ყველაზე მეტად გვჭირდება საზოგადოების თანადგომა, რომ აღარ შევქმნათ ახალი პრობლემები და მოვაგვაროთ არსებული", - განაცხადა ხაჩიძემ.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან საქმე ამ საკითხისადმი ჩვენს მიდგომას ეხება. ვიცით, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ამიტომ თავად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა გარემოს სისუფთავეზე. საქართველო დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს. მნიშვნელოვანი ნაწილი ამ განსაკუთრებული გზის თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოსი არის სუფთა სახელმწიფოს მშენებლობა. გული მტკივა, როდესაც ვხედავ ნარჩენებს, მდინარეებსა და პარკებში დაყრილს. ეს ზიანს აყენებს პლანეტის ისეთ მშვენიერ ნაწილს, რომელსაც საქართველო ჰქვია. ვამაყობ, რომ შვედეთი, როგორც კამპანიის მთავარი დამფინანსებელი, ეხმარება თქვენს ქვეყანას, თავი დააღწიოს ძველი დროის ქცევას. დავასუფთაოთ საქართველო, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა იანსემ.

პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.

კამპანიას საქართველო პირველად 2010 წელს შეუერთდა და დატანილი იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე, რაც მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ტურიზმის განვითარება წარმოადგენს. წელს, ისევე როგორც 2010 წელს, საქართველოს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ჩატარდება დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავების აქციები.

კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო" ტარდება პროექტის - "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის - "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველოს" და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვის" მიერ.

გარემოს დაცვის სამინისტრო მიმართავს ყველას: "გთხოვთ, გამოიჩინოთ ინიციატივა. თქვენს კოლეგებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად შეარჩიეთ დასასუფთავებელი დაბინძურებული ტერიტორიები თქვენ ირგვლივ ან შემოგვიერთდეთ ჩვენ მიერ დაგეგმილ დასუფთავების აქციაში".
ghn.ge
 
 

ასევე:

  • კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო" ხვალ იწყება
  • იწყება აქცია "დავასუფთაოთ საქართველო"
  • გარემოს მონიტორინგისა და საინჟინრო ეკოლოგიის ცენტრმა სემინარი ჩაატარა
  • დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სტუ-ში კონფერენცია ტარდება
  • საქართველოში გარემოს დაცვის დღე აღინიშნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge