22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება ---
22-04-2011, 00:55
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღნიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერკელი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად. „დედამიწის დღე" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

საქართველოში „დედამიწის დღე" პირველად 1990 წელს აღინიშნა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დედამიწის დღეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა წელსაც ტრადიციულად აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის: 11:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე მოეწყობა მშვიდობიანი მსვლელობითი აქცია მწვანეთა მოძრაობის აქტივისტებისა და მოხალისების მონაწილეობით. მასში მოწილეობას მიიღებენ ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები, სკეობორდისტები და მოხალისეები, რომლებიც მსვლელობის დროს სანახაობებს მოაწყობენ, დარიგდება საინფორმაციო მასალები. გარდა ამისა, დედამიწის დღის ფარგლებში შავშეთში ჩატარდება გამწვანების აქცია.

ამ დღესთან დაკავშირებით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ფონდთან ,"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" (PfRS), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ღონისძიებას გამართავს, რომლის მთავარი გზავნილი იქნება: „შეაჩერე კლიმატის ცვლილება, ითამაშე შენი როლი!"

ღონისძიების პირველი ნაწილის ფარგლებში "ვარდების რევოლუციის მოედანზე" წარმოდგენილი იქნება თბილისში არსებული სხვადასხვა საავტომობილო კომპანიის „მწვანე" მანქანების გამოფენა.

„სპეციალურად ამ დღისთვის საავტომობილო კომპანიების მხრიდან დაწესდება შეღავათიანი შემოთავაზებები „მწვანე" მანქანებზე, რაც გახდება სტიმული იმისა, რომ მოსახლეობამ შეიძინოს საწვავდამზოგავი, ეკოლოგიურად უფრო სუფთა და ეკონომიური ავტომობილები. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სპორტული მაღაზიები და ველოკლუბის წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ველოსიპედს და საზოგადოებას აუხსნიან გადაადგილების ამ ფორმის უპირატესობებს. აქციის მიზანია, გააცნოს საზოგადოებას ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების დადებითი მხარეები და პოპულარიზაცია გაუწიოს მათ", - ნათქვამია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიების მეორე ნაწილი კი ევროპის სახლში გაიმართება და ის მიმართული იქნება ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებაზე კლიმატის ცვლილების პრობლემასტიკასა და მასთან ადაპტაციის გზებზე.

ღონისძიება გაიხსნება ღია ლექციით სტუდენტებისთვის, რომელსაც წაიკითხავენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები.

დედამიწის დღის აღნიშვნა 19:00 საათზე, ეკოლოგიური კონცეპტუალური გამოფენით - Arts for the Earth დასრულდება, რომელზედაც წარმოდგენილი იქნება ფერწერა, ინსტალაციები, ვიდეო და ფოტო არტი.

ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან სახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
ghn
 
 

ასევე:

  • დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სტუ-ში კონფერენცია ტარდება
  • 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
  • ელექტრომობილების განვითარების თემაზე კონფერენცია ჩატარდა
  • დღეს "დედამიწის საათი 2012" აღინიშნება
  • იწყება აქცია "დავასუფთაოთ საქართველო"






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge