ტარდება ტრენინგი “ნარჩენების ეფექტური მართვა” » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ტარდება ტრენინგი “ნარჩენების ეფექტური მართვა” სიახლე
24-10-2011, 15:07
26-28 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულება, თბილისის მდგრადი ენერგიის სამოქმედი გეგმის (SEAP) საფუძველზე თბილისის მერიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან - “ეკოხედვა” და “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო”, კლიმატის ცვლილების საკონსულტაციო კომპანია “Carbon Strategica” გერმანულ სახლში (ახვლედიანის აღმ. №4) ატარებენ ტრენინგს “ნარჩენების ეფექტური მართვა”, რომელიც ფოკუსირებული იქნება ადგილობრივი ნაგავსაყრელების მდგრად მენეჯმენტზე.

ტრენინგის მთავარი მიზანია, მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, შეიძინონ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება ნარჩენების ეფექტური მენეჯმენტის სხვადასხვა პრაქტიკული მხარის შესახებ და შეაფასონ ნაგავსაყრელის ოპერირების ტექნოლოგიური განვითარება - აირის წვისა და ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები. მონაწილეეებს ასევე შეეძლებათ, შეიმუშაონ საკუთარი საპილოტო პროექტები თბილისის ახალი და ძველი ნაგავსაყრელებისთვის.

ტრეინინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

3-დღიანი ტრეინინგის პირველი დღე (26.10.2011) დაეთმობა პროექტით გათვალისწინებული პრობლემის ძირითად საკითხებს, მეორე დღე (27.10.2011) ექსკურსიას ნაგავსაყრელზე, ხოლო მესამე (28.10.2011) დაეთმობა მოპოვებული მონაცემების ანალიზს და საპილოტო პროექტების შემუშავებას.
 
 

ასევე:

  • “ნარჩენების ეფექტური მართვის” საკითხებზე ტრენინგი დაიწყო
  • იწყება აქცია "დავასუფთაოთ საქართველო"
  • კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო" ხვალ იწყება
  • თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა
  • სემინარი ტექნიკურ უნივერსიტეტში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge