საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერასმუს მუნდუსის პროგრამის პროექტ ACTIVE -თან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ გახსნა.
ღონისძიებას, რომელიც სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
პრეზენტაცია წარმოადგინა აღნიშნული პროექტის კოორდინატორი ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, რომელმაც საზოგადოებას წარდგინა პროექტი ACTIVE და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ კი უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
ACTIVE მობილობასთან დაკავშირებული პროეტია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ისე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.