საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შეხვედრების ოთახში, ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ერასმუს მუნდუსის პროექტის EMINENCE სამაგისტრო და სადოქტორო გაცვლითი პროგრამებს. პრეზენტაცია გამართა Erasmus Student Network-ის წარმომადგენელმა ბექა ბერიაშვილმა. დამსწრეები გაეცნენ პროგრამის ძირითად მოთხოვნებსა და მიმართულებებს და მიიღეს შესაბამისი კონსულტაციები.
პრეზენტაციაზე, ასევე, მოხდა გაცვლითი პროგრამების ახალი ვებგვერდის წარდგენა, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ უახლესი ინფორმაცია გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ასეთ პროგრამაზე საბუთების მიღება უკვე მიმდინარეობს.