|
25-11-2014, 04:17
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში სტუ-ს სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო-გაცნობითი პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა მობილობის პროექტს IANUS II (ერაზმუს მუნდუსის პროგრამა). შეხვედრა გამართა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Erasmus Student Network (ESN) Tbilisi ISU-მ.
შეხვედრის ბოლოს, ასევე, ჩატარდა ტრეინინგი, სადაც დაინტერესებული სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას, როგორ მოამზადონ პროექტისთვის საჭირო დოკუმენტაცია, მიიღეს რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორაა უმჯობესი სამოტივაციო წერილის დაწერა, CV-ს შედგენა EUROPASS ფორმატში და სხვ.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მობილობის პროექტთან დაკავშირებით. |
|