|
14-01-2014, 14:57
18 იანვარს, 16:00 საათზე, Erasmus Student Network (ESN )Tbilisi ISU საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში IANUS I-სა და IANUS II-ის საინფორმაციო-გაცნობით ტრეინინგს ატარებს.
დამსწრეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ორგანიზაცია ESN Tbilisi ISU-ს პარტნიორ IANUS I-სა და IANUS II-ის -ის პროგრამებს.
შეხვედრის დასასრულს, ასევე, ჩატარდება ტრეინინგი გაცვლითი პროგრამებისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და მოტივაციის წერილის მომზადებაზე.
ESN Tbilisi ISU აღნიშნულ ღონისძიებას სხვა უნივერსიტეტებშიც გეგმავს: 15 იანვარს ,18:00 საათზე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, 101-ე აუდიტორია; 16 იანვარს,18:00 საათზე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია; 17 იანვარს, 14:00 საათზე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,საპრეზენტაციო დარბაზი (მე-4 სართული).
როგორც ღონიძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასწრება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სრული ხარისხის მოპოვების მსურველებს. ხოლო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასწრება შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუნდეტებს.
|
|