|
7-09-2015, 13:21
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შემდეგ ნაკადში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის (ვისაც უკვე დახურული აქვს მინიმუმ 6 სემესტრი), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს და 2013, 2014 და 2015 წლის ნებისმიერი საფეხურის კურსდამთავრებულებს, ვისაც აქვს GPA 3.0 და მეტი ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული მინიმუმ B (81-90% - ძალიან კარგი).
საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნით, წელს რეგისტრაციის წესები შეცვლილია: სტაჟირებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტს უნდა მისცენ წერილობითი თანხმობა, რომ მათი მონაცემები გადაეცეს საჯაროს სამსახურის ბიუროს. ამიტომ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ა.წ. 15 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა გამოცხადდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში (სტუ, ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი #268. ტელ.: 2 36 53 45) და შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული საგანგებო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ვებგვერდი: ან დაუკავშირდით პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 2197755, ელ- ფოსტა: info@csb.gov.ge სამუშაო საათები: 9:00 – 18:00, შესვენება: 13:00 – 14:00 |
|