|
24-07-2012, 13:34
2012-2013 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლისთვის:
უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წლის 30 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით. საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 1000 საათიდან 1600 საათამდე (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350). უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 1. განცხადება; 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით; 4. სტუდენტის სტატუსის ცნობა; 5. დოქტორანტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სავარაუდო ხელმძღვანელის რეკომენდაცია. |
|