« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში სასწავლებლად კონკურსი ცხადდება |
სიახლე |
|
|
23-08-2012, 19:15
სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
კონკურსის საფუძველზე შეირჩევა საქართველოს 10 მოქალაქე, რომელებიც მიიღებენ დაფინანსებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებისთვის:
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინგლისური ენის ფლობა სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინგლისური ენის ფლობა წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი) ასლი სააპლიკაციო ფორმა შესაბამისი აკადემიური ხარისხის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2012 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით.
საკონტაქტო პირი: თამარ მერაბიშვილი- უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო ტელ: 2318940; ელ-ფოსტა:tmerabishvili@mes.gov.ge
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე მითითებულია უნივერსიტეტების ჩამონათვალი და მოცემულია სააპლიკაციო ფორმა. mes.gov.ge |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე:
საქართველო და სომხეთი განათლების სფეროში ითანამშრომლებენძალაში შევიდა მინისტრის ბრზანება დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებდღეს ”ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” პრეზენტაცია გაიმართებასტუ-ს სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ეწვიაპროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ
|
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|