|
21-10-2010, 02:45
21 ოქტომბერს 13:00 საათზე, სასტუმრო ”Tbilisi Marriott”-ში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ”ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” პრეზენტაციას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართვლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი განცხადებით, დოკუმენტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე წარადგენენ.
ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები დაესწრებიან. |
|