|
26-07-2010, 01:53
26 ივლისს, 11:00 საათზე, ჟურნალისტებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის განახლებული საიტის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, განახლებული საიტი, რომელიც მასწავლებელთათვის არის განკუთვნილი, საინტერესო და ინფორმაციული გახდა. ყველა სიახლე, ცენტრის მიმდინარე საქმიანობა, დაგეგმილი აქტივობები საიტზე განთავსდება. შინაარსთან ერთად, შეიცვალა საიტის დიზაინიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად მოხდება საიტზე უახლესი ინფორმაციის და ფოტომასალის განთავსება. |
|