|
2-01-2011, 03:29
დღეს, 2 იანვარს 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მათემატიკის 10 და ინგლისური ენის 5 მასწავლებელი სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აეროპორტში პედაგოგების გამგზავრების პროცესს მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრება. მასწავლებლები ”ნიუ კოლეჯ ნოთინგემში” პროფესიულ ორკვირიან ტრენინგს გაივლიან. |
|