კოკა სეფერთელაძე სტუ-ში გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

კოკა სეფერთელაძე სტუ-ში გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდება სტუ
5-07-2011, 19:07
ხვალ, 6 ივლისს, პედაგოგთა სასერთიფიკატო გამოცდები დაიწყება. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.

09:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დააკვირდება. გამოცდები პროფესიულ უნარებში გამოცდით იწყება.

მიმდინარე წელს სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა პროფესიულ უნარებსა და საგნობრივ ნაწილში ტრენინგებისა და სემინარების სახით 30 ათასამდე პედაგოგი გადაამზადეს. გამოცდებში მონაწილეობისთვის პედაგოგთა უპრეცედენტო რაოდენობა - 24 ათასი დარეგისტრირდა.

2011 წლის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 21-ში დასრულდება. წელს პროფესიულ უნარებთან ერთად საგნობრივ ნაწილს ცამეტი საგნის პედაგოგები ჩააბარებენ: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული სამოქალაქო თავდაცვა და დაწყებითი კლასები. თითოეული მათგანი ერთ გამოცდას პროფესიულ უნარებში ჩააბარებს, მეორეს კი საკუთარ სპეციალობაში.

ტრენინგებთან ერთად სემინარებიც ჩატარდა, რომლებიც მასწავლებელთა მოთხოვნის საფუძველზე დაინიშნა. სემინარების განმავლობაში მასწავლებლებმა გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს პასუხები და განმარტებები.

სერთიფიცირებული მასწავლებელი დამატებით 75 ლარს იღებს, მათ 200 ლარამდე ეზრდებათ ხელფასი თუ კომპიუტერსა და ინგლისურ ენას ჩააბარებენ, ხოლო სერთიფიცირებული მასწავლებლების პირველი, საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 25%, რომელთაც ჩაბარებული აქვთ კომპიუტერი და ინგლისური ენაც, 1000 ლარიან ფიქსირებულ ხელფასს იღებენ. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მენტორ მასწავლებლად, ჩაერთონ სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამაში, რაც ასევე დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს.
 
 

ასევე:

  • მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდა დაიწყო
  • მასწავლებელთა 2011 წლის სასერთიფიკაციო გამოცდები დასრულდა
  • მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები იწყება
  • საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგები დასაჩუქრდნენ
  • სასერთიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge