სასერთიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სასერთიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა სიახლე
26-08-2010, 11:06
10 000 მასწავლებელიდან სასერთიფიკაციო გამოცდა 89 პროცენტმა ვერ ჩააბარა, _ ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადეს.

10 000-ზე მეტი პედაგოგიდან ორ გამოცდას პროფესიულ უნარებში და სპეციალობაში 6075 პედაგოგი აბარებდა. ორივე გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახეს და სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის 1147 პედაგოგს (პედაგოგთა საერთო რაოდენობის 11%-ს).

გამოცდაზე გასვლა და პროფესიულ უნარებში გამოცდის ჩაბარება სხვა საგნების პედაგოგებსაც შეეძლოთ. თითო საგანი ჩააბარა გამოცდაზე გასულმა პედაგოგთა 50%-მა, მათ ეს ქულა ენახებათ და განმეორებით გამოცდაზე მხოლოდ ერთ საგანს ჩააბარებენ. ქართულ ენაში ბარიერი გადალახა 702-მა მასწავლებელმა, მათემატიკაში - 480-მა, უცხო ენებში -1253-მა, პროფესიულ უნარებში - 1253-მა.

ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, პედაგოგი გააგრძელებს მუშაობას და 2014 წლამდე მას რამდენჯერმე მიეცემა საშუალება, გავიდეს განმეორებით გამოცდაზე.
 
 

ასევე:

  • გამოცდების ქულებისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება
  • მასწავლებელთა 2011 წლის სასერთიფიკაციო გამოცდები დასრულდა
  • კოკა სეფერთელაძე სტუ-ში გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდება
  • მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდა დაიწყო
  • ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge