ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა ---
2-07-2010, 20:15
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა. აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 1-ელ და 2 ივლისს ოთხ სესიად ჩააბარეს. დღეს, ბოლო სესიაზე, 8620 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდაზე 8308 გამოცხადდა. შაბათ-კვირას აბიტურიენტები დაისვენებენ, 5 ივლისიდან კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგად უნარებში ტესტირებით გაგრძელდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების გასწორება უკვე 3 ივლისიდან დაიწყება.

"ქართულ ენისა და ლიტერატურის ტესტების გასწორებას ყველაზე მეტი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ ამ საგანში აბიტურიენტთა ნამუშევრების გასწორებას 3 ივლისიდანვე დავიწყებთ", - განაცხადა მიმინოშვილმა.

მისი თქმით, აგვისტოს პირველ რიცხვებში პირველადი შედეგები გამოქვეყნდება, ხოლო 20 აგვისტოსთვის საბოლოო შედეგები იქნება ცნობილი. ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება.
ipn
 
 

ასევე:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი დღეს გაიხსნება
  • გამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განაცხადების შეტანა დასრულდა
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი გამოქვეყნდა
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
  • ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორება დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge