|
16-08-2010, 00:56
გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეთა სააპელაციო განაცხადების შეტანა დასრულდა. ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პრეტენზია მათემატიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნამუშევრების შედეგებზე გამოითქვა.
თბილისის მასშტაბით, დაახლოებით 1200 სააპელაციო განაცხადი გაკეთდა. რეგიონებიდან კი შესაბამის ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი 16 ავისტოს, დღის ბოლომდე მიიღებს. განაცხადების განხილვა, სავარაუდოდ, 23 აგვისტოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც უკვე პირველადი ჩარიცხვა დაიწყება. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ლი ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით გრძელდებოდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 36 421 -მა აბიტურიენტმა გამოთქვა. გამოცდაზე მათი 98% გავიდა. საკონკურსოდ სულ 33 ათასი ადგილი იყო გამოყოფილი. აბიტურიენტთაგან 30 000 სტუდენტი გახდება, 9 000 მიიღებს გრანტს. დაფინანსება წელს პირველად ოთხივე საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. |
|