|
21-04-2013, 14:37
2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია 42 000-მდე აბიტურიენტმა გაიარა. როგორც ცენტრში განაცხადეს, ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. აბიტურიენტთა უმეტესობამ, 30 000-მდე ახალგაზრდამ, უცხო ენად ინგლისური აირჩია. რაც შეეხება არჩევით საგნებს, ყველაზე მეტ – 11 158 აბიტურიენტს გეოგრაფია აქვს მითითებული.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის ვადა 20 აპრილს ამოიწურა. გუშინვე დასრულდა საგრანტო კონკურში მონაწილეთა რეგისტრაციაც. იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც საგრანტო კონკურსში მონაწილეობასა და დაფინანსების გაუმჯობესებას აპირებენ, 8 221-ს შეადგენს.
საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეთა რეგისტრაცია კი 25 აპრილს დასრულდება. |
|