გამოცდების ეროვნულ ცენტრში 630-მდე სააპელაციო განაცხადი შევიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გამოცდების ეროვნულ ცენტრში 630-მდე სააპელაციო განაცხადი შევიდა სიახლე
15-08-2011, 19:56
გამოცდების ეროვნულ ცენტრში 630-მდე სააპელაციო განაცხადი შევიდა.

როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ კუპატაძემ განაცხადა, 10 აგვისტოდან დღემდე შევიდა ზუსტად 629 სააპელაციო განაცხადი, მათგან ყველაზე მეტი მათემატიკისა და ქართული ენის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით არის შესული. შესაბამისად, ეს არის 156 და 147 სააპელაციო განაცხადი, ყველაზე ნაკლები კი შესულია ზოგადი უნარების გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით.

კუპატაძის თქმით, აპელაციის შედეგები სავარაუდოდ 7-8 დღეში გაირკვევა და აბიტურიენტების ჩარიცხვის შესახებ პირველი სიები კი, სავარაუდოდ, 22 აგვისტოდან გამოქვეყნდება.

როგორც კუპატაძე აცხადებს, წელს, გამოცდებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, განაცხადი 34 ათასმა აბიტურიენტმა გააკეთა, ასევე 7 ათასზე მეტმა მაგისტრანტმა და 6.300-მა სტუდენტმა, რომელთაც გრანტის გაუმჯობესება სურდათ.

წელს ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად სტუდენტი უნდა გახდეს 33 ათასი ბაკალავრის პროგრამით და 3 ათასი პროფესიული პროგრამებით.
ipn.ge
 
 

ასევე:

  • გამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განაცხადების შეტანა დასრულდა
  • გამოცდების ცენტრში დღეს სააპელაციო განაცხადების მიღება სრულდება
  • გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს
  • აპელაციების მიღება დასრულდა
  • საბოლოო შედეგები საგრანტო კონკურსში მონაწილე სტუდენტებისთვის






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge