|
28-08-2012, 23:35
გრანტის გაუმჯობესების მიზნით, დარეგისტრირებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ შეიტყონ საბოლოო შედეგები. წელს, გრანტის გაუმჯობესების მიზნით 4363 სტუდენტი დარეგისტრირდა. გამოცდაზე არ გამოცხადდა 10%. გამოცდიდან მოხსნის და დაგვიანების ფაქტები არ დაფიქსირებულა. არცერთ სტუდენტს არ შემოუტანია სააპელაციო განაცხადი. გრანტი გაუუმჯობესდა 145 აპლიკანტს.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გავლის შემდეგ გრანტებზე შეზღუდვა არცერთი სპეციალობის მიმართულებით აღარ არსებობს. სრული და ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია ნებისმიერ სპეციალობაზე, მათ შორისაა: სამართალი, ჯანდაცვა, ბიზნესის ადმინისტრირება, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო მმართველობა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია იმ სტუდენტთა ჩამონათვალი, რომელთაც 2012 წელს მოიპოვეს /გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი. naec.ge |
|