|
16-09-2012, 18:17
მეორადი ჩარიცხვის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. შესაბამისი ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. სიაში მითითებულია ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტები მეორადი ჩარიცხვების შედეგად მოხვდნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვასადხვა სპეციალობაზე დამატებით 13 ახალგაზრდა ჩაირიცხა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით მეორადი ჩარიცხვები წელსაც განხორციელდა. 11-13 სექტემბერს, ყველა აბიტურიენტს, რომელმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა ოთხ საგანში და ვერ გახდა სტუდენტი, საშუალება მიეცა ხელახლა დარეგისტრირებულიყო ვებგვერდზე:www.naec.ge.
იხილეთ იმ აბიტურიენტთა სია, რომლებმაც მეორადი ჩარიცხვების შედეგად მოიპოვეს სწავლის სუფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე: http://www.naec.ge/images/doc/EXAMS/111111111111.pdf
ჩარიცხულმა აპლიკანტებმა 17-19 სექტემბერს უნდა მიაკითხონ უმაღლეს სასწავლებელს და დარეგისტრირდნენ როგორც სტუდენტები. naec.ge |
|