|
17-09-2011, 01:19
გამოცდების ეროვნულმა ცენტრი მეორადი ჩარიცხვებისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ინფორმაცია მეორადი ჩარიცვებისა და დაფინანსების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. პირადის ნომრისა და საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ, აბიტურიენტს შეუძლია ნახოს, რომელ ფაკულტეტზე ჩაირიცხა და მოიპოვა თუ არა დაფინანსება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორადი ჩარიცხვისთვის განაცხადის შეტანის უფლება 10 000-ს აბიტურიენტს ჰქონდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 34 000-მდე აბიტურიენტი აბარებდა, რომელთაგან 22 236 მისთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე ჩაირიცხა. მეორადი ჩარიცხვისთვის განაცხადის შეტანის უფლება კი 10 000-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
განმეორებითი განაცხადის შეტანის საშუალება ჰქონდათ აბიტურიენტებს, რომლებიც მის მიერ მითითებულ ვერც ერთ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხნენ და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აკადემიური პროგრამისთვის მოთხოვნილ 4 გამოცდაში, უმაღლესი პროფესიული პროგრამებისთვის – ზოგად უნარებში, ხოლო ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე – შესაბამის ენაზე ზოგად უნარებში გადალახეს. |
|