ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა სიახლე
29-08-2011, 13:06
დღეს, 29 აგვისტოს, 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში პირველადი ჩარიცხვების თაობაზე ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge online.naec.ge) გამოვეყნდა. აგრეთვე ლინკი განთავსდა www.onlinenews.ge საინფორმაციო პორტალზე. აბიტურიენტები, სპეციალური საძიებო სისტემით შეიტყობენ ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ. ამავე ვებგვერდებზე განთავსდა და გაზეთ "24 საათში“ იბეჭდება საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ჩარიცხულ აბიტურიენტთა ნუსხა. მაგთიკომის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტები ინფორმაციის მიღებას მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ – ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი ნომერზე 6232 უნდა გააგზავნონ.

წელს აბარებდა 34 000-მდე აბიტურიენტი, მათაგან მხოლოდ 2500-მდე აბიტურიენტი ვერ გახდა სტუდენტი, 22236 აბიტურიენტი უკვე ჩაირიცხა მისთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე. მსურველთაგან მხოლოდ 7%-მა ვერ გადალახა ზოგადი უნარების გამოცდა.

10 000 აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა მეორადი ჩარიცხვებით ჩაირიცხოს აკადემიურ პროგრამებზე ან მეოთხე, მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე.

პროფესიულ პროგრამებზე 1318 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე 424 მსურველი ჩაირიცხა. გასულ წელს ეთნიკური უმცირესობებიდან მხოლოდ 200-მდე მსურველი ჩაირიცხა.

პირველადი ჩარიცხვების შემდეგ დარჩენილი ადგილების ჩამონათვალი სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 31 აგვისტომდე განთავსდება. განმეორებითი განცხადებების მიღება 31 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.

განცხადებები მიიღება: თბილისში – ტექნიკური უნივერსიტეტის მე–6 კორპუსში; რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

ვადები უახლოეს დღეებში სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნდება.

განმეორებითი განაცხადის შეტანის შესაძლებლობა ექნება აბიტურიენტს, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ მითითებულ ვერც ერთ პროგრამაზე და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა:
აკადემიური პროგრამისათვის მოთხოვნილ 4 გამოცდაში;
უმაღლესი პროფესიული პროგრამებისათვის – ზოგად უნარებში,
ქართული ენისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე – ზოგად უნარებში შესაბამის ენაზე.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • აბიტურიენტთა განმეორებითი განცხადებების მიღება იწყება
  • უმაღლეს სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდა
  • მეორადი ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა
  • ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი
  • მეორადი ჩარიცხვის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge