უმაღლეს სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

უმაღლეს სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდა სიახლე
31-08-2011, 19:34
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2011 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე პირველადი ჩარიცხვების შემდეგ დარჩენილი ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ( http://www.naec.ge/images/doc/EXAMS/2011-exams-darchenili-adgilebi-akad.pdf ) აკადემიურ და პროფესიულ საგანმანათლებლო და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებული დარჩენილი და დამატებითი ადგილების რაოდენობა არის განთავსებული. განმეორებითი განაცხადების მიღება 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მეორადი ჩარიცხვებისათვის განაცხადების შეტანა აბიტურიენტებს თბილისში ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, რეგიონებში კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეეძლებათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 34 000-მდე აბიტურიენტი აბარებდა, რომელთაგან 22 236 მისთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე ჩაირიცხა. მეორადი ჩარიცხვისათვის განაცხადის შეტანის უფლება კი 10 000-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.

განმეორებითი განაცხადის შეტანის საშუალება ექნებათ აბიტურიენტებს, რომლებიც მის მიერ მითითებულ ვერცერთ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხნენ და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აკადემიური პროგრამისათვის მოთხოვნილ 4 გამოცდაში, უმაღლესი პროფესიული პროგრამებისათვის – ზოგად უნარებში, ხოლო ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე – შესაბამის ენაზე ზოგად უნარებში გადალახეს.
 
 

ასევე:

  • მეორადი ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
  • მეორადი ჩარიცხვების დროს ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდა
  • აბიტურიენტთა განმეორებითი განცხადებების მიღება იწყება
  • ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge