ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი სიახლე
24-08-2010, 18:21
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. 25 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (წწწ.ნაეც.გე, რესულტს.ნაეც.გე) და "კვირის პალიტრის" სპეციალურ გამოშვებაში 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები და ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდება.

ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შესახებ გამოქვეყნდება მეორადი ჩარიცხვების დასრულების შემდეგ (საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისას).

ხვალვე, 24 აგვისტოს, განათლების სამინისტრო მეორად ჩარიცხვებზე განცხადების მიღებას დაიწყებს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორმა მაია მიმინიოშვილმა განაცხადეს.

მინისტრის მოადგილის განაცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები სულ 2574 აბიტურიენტმა გაასაჩივრა, საიდანაც მხოლოდ 712 განაცხადი დაკმაყოფილდა.

მიმინოშვილის განმარტებით, საჩივრები წინა წელთან შედარებით მცირეა, თუმცა ნამუშევრების თავიდან გადამოწმების შემდეგ აბიტურიენტების დიდ უმრავლესობას ქულები დააკლდა.

მისი ინფორმაციით, წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დახლებით 10 ათასმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა, შესაბამისად, ისინი მეორად ჩარიცხვებს გამოეთიშებიან.

ხვალვე გახდება ცნობილი ვაკანტური ადგილების სია, რომელიც განათლების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებგვერდზე განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ წელს ეროვნულმა გამოცდებზე აბიტურიენტთა 97% გამოცხადდა, რაც წინა წლების მონაცემებთან შედარებით, მაღალი პროცენტია.

ერთიანი ეროვნული გამოცდებზე გამოცდას 3 სავალდებულო საგანში _ ზოგად უნარებში, ქართული ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენაში _ დაემატა მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომელიც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შემოთავაზებული 7 საგნიდან აირჩიეს. ეს საგნებია: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.

აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება საშემსრულებლო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისთვის. ამ პროგრამებზე შენარჩუნდა 3 სავალდებულო გამოცდა და შემოქმედებითი ტური.

ამასთან, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ 4 საგნის გამოცდის შედეგების შესაბამისად ხდება.
 
 

ასევე:

  • დღეს 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ბოლო გამოცდა ტარდება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
  • უმაღლეს სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდა
  • 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა
  • გამოცდის პირველ სესიაზე 335 აბიტურიენტი არ გამოცხადდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge