დღეს 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ბოლო გამოცდა ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ბოლო გამოცდა ტარდება სიახლე
23-07-2010, 13:47
23 ივლისს 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ბოლო გამოცდა ქიმიაში ჩატარდება. 17:00 საათზე დაგეგმილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის პრესკონფერენცია, რომლებიც ეროვნული გამოცდების ჩატარებას შეაფასებენ.

აღსანიშნავია, რომ წელს ეროვნულმა გამოცდებმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა და საგამოცდო სესიაზე აბიტურიენტთა 97% გამოცხადდა, რაც წინა წლების მონაცემები შედარებით მაღალი პროცენტია.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 3 სავალდებულო საგანს _ ზოგად უნარებს, ქართული ენას და ლიტერატურას და უცხო ენას _ დაემატება მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შემოთავაზებული 7 საგნიდან აირჩევს. ეს საგნებია: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.

აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება საშემსრულებლო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისთვის. ამ პროგრამებზე შენარჩუნდება 3 სავალდებულო გამოცდა და შემოქმედებითი ტური.

ამასთან, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ 4 საგნის გამოცდის შედეგების შესაბამისად მოხდება.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • გამოცდის პირველ სესიაზე 335 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
  • აბიტურიენტები გამოცდას დღეს უცხოურ ენებში აბარებენ
  • ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
  • ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge