ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება სიახლე
1-07-2010, 00:45
1-ელ ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები წელს გამოცდას სულ ოთხ საგანში აბარებენ. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.

დედაქალაქში რეგისტრაცია აბიტურიენტებმა დილის 08:00 საათზე თბილისის აგრარულ, ტექნიკურ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში უნდა გაიარონ, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტისაკენ ავტობუსი გავა მეტროსადგურ “დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისაკენ – მეტროსადგურ “დელისის” მიმდებარე ტერიტორიიდან. რეისები განხორციელდება 06:30 საათიდან.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ სავალდებულო საგანს _ზოგად უნარებს, ქართული ენას და ლიტერატურას და უცხო ენას _ ემატება მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შემოთავაზებული 7 საგნიდან აირჩევს. ეს საგნებია: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.

აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება საშემსრულებლო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისთვის. ამ პროგრამებზე შენარჩუნდება 3 სავალდებულო გამოცდა და შემოქმედებითი ტური.

ამასთან, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ 4 საგნის გამოცდის შედეგების შესაბამისად მოხდება.

გამოცდების ჩატარების განრიგი და გამოცდების ხანგრძლივობა:

ქართული ენა და ლიტერატურა - 1-ლი და 2 ივლისი, ხანგრძლივობა 4 საათი, მაქსიმალური ქულა 100;

ზოგადი უნარები – 5 და 6 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი, მაქსიმალური ქულა 80;

ზოგადი უნარები (საგრანტო კონკურსი) - 7 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი, მაქსიმალური ქულა 80;

ინგლისური ენა - 8 და 9 ივლისი, ხანგრძლივობა 2 საათი და 15 წუთი, მაქსიმალური ქულა 100;

ფრანგული ენა - 12 ივლისი, ხანგრძლივობა 2 საათი და 15 წუთი, მაქსიმალური ქულა 100;

რუსული ენა - 12 ივლისი, ხანგრძლივობა 2 საათი და 15 წუთი, მაქსიმალური ქულა 100;

გერმანული ენა - 12 ივლისი, ხანგრძლივობა 2 საათი და 15 წუთი, მაქსიმალური ქულა 100;

მათემატიკა - 14 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთი, მაქსიმალური ქულა 55;

ისტორია - 15 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი, მაქსიმალური ქულა 80;

ლიტერატურა - 16 ივლისი, ხანგრძლივობა 4 საათი, მაქსიმალური ქულა 80;

ფიზიკა - 20 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთი, მაქსიმალური ქულა 75;

ბიოლოგია - 21 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთი, მაქსიმალური ქულა 75;

გეოგრაფია - 22 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი, მაქსიმალური ქულა 80;

ქიმია - 23 ივლისი, ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთი, მაქსიმალური ქულა 75.

საერთო სამაგისტრო გამოცდა:

წაკითხულის გააზრება. ანალიტიკური წერა - 7 ივლისი, ხანგრძლივობა 2 საათი და 20 წუთი, მაქსიმალური ქულა: წაკითხულის გააზრება -21, ანალიტიკური წერა - 24;

ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა - 8 ივლისი, ხანგრძლივობა 2 საათი, მაქსიმალური ქულა: ლოგიკური მსჯელობა - 17, რაოდენობრივი მსჯელობა - 20.
 
 

ასევე:

  • გამოცდის პირველ სესიაზე 335 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
  • გამოცდების ქულებისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება
  • მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდა დაიწყო
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
  • აბიტურიენტები გამოცდას დღეს უცხოურ ენებში აბარებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge