აბიტურიენტები გამოცდას დღეს უცხოურ ენებში აბარებენ » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

აბიტურიენტები გამოცდას დღეს უცხოურ ენებში აბარებენ ---
8-07-2010, 01:05
8 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხოური ენის გამოცდით გრძელდება. აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ.

08:00 საათზე საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწყება, 09:00 საათზე კი - გამოცდა.

ინგლისური ენის გამოცდის მეორე და მესამე სესია 9 ივლისს ჩატარდება.

გამოცდას გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებში აბიტურიენტები 12 ივლისს ჩააბარებენ.

8 ივლისს მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდის მესამე და მეოთხე ნაწილებს (რაოდენობრივი და ლოგიკური მსჯელობა) ჩააბარებენ.

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 13:00 საათზე დაიწყება, გამოცდა - 14:00 საათზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყო. საგამოცდო პროცესში ჩართულია 1300 მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდა სამედიცინო პუნქტი, ცენტრთან კი მორიგეობს სასწრაფო დახმარების მანქანა.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 36421 აბიტურიენტია რეგისტრირებული, საიდანაც უმაღლეს სასწავლებლებში 30 ათასი ჩაირიცხება. გამოცდები ტარდება შემდეგ ქალაქებში: სიღნაღი, თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხულო.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ სავალდებულო საგანს _ზოგად უნარებს, ქართული ენას და ლიტერატურას და უცხო ენას _ ემატება მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შემოთავაზებული 7 საგნიდან ირჩევს. ეს საგნებია: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.

აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება საშემსრულებლო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისთვის. ამ პროგრამებზე შენარჩუნდება 3 სავალდებულო გამოცდა და შემოქმედებითი ტური.

ამასთან, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ 4 საგნის გამოცდის შედეგების შესაბამისად მოხდება.
 
 

ასევე:

  • გამოცდის პირველ სესიაზე 335 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
  • დღეს 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ბოლო გამოცდა ტარდება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი დღეს გაიხსნება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge